07:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 19:32:18, 712 ნახვა

საზოგადოება
შუახევის მუნიციპალიტეტში ,,შუახევობა-2016" აღინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაბა შუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს „შუახევობას" დაესწრო. ღონისძიებას ასევე აჭარის მთავრობის სხვა წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

შუახევი სახალხო დღესასწაულს „შუახევობა" წელს ოცდამეშვიდედ მასპინძლობს. დღესასწაულის ფარგლებში ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, გაიმართა ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება და დაგემოვნება. ასევე მოეწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა.

შუახევობის დღესასწაული საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ფოლკლორული, ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ კი საპატიო შუახეველები დაასახელეს.

,,შუახევობა", როგორც სახალხო დღესასწაული, სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. იგი პირველ ათწლეულში სიმღერის დღესასწაულად იყო ცნობილი, მომდევნო წლებში საზოგადოებამ ,,შუახევობა" სახალხო ზეიმად აქცია.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics