|
2016-11-25 14:15:44, 674 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„მოვითხოვთ განათლების ფუნდამენტურ რეფორმას“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „პრიორიტეტი მეცნიერებას“, აუნაზღაურდეთ დაცვის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაო საათები“, - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში „აუდიტორია 115“-ის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას ითხოვენ. „აუდიტორია 115“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავენ და მოუწოდებენ აპრილში მოცემული დაპირება შეასრულოს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს განათლებისა და მეცნიერების ქვედა ზღვარი, „აუდიტორია 115“ -ის წევრები უნივერსიტეტის მეორე და მესამე სართულზე არიან განლაგებული, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული. ცნობისთვის, უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები 09:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)