|
2016-11-24 22:39:04, 1610 ნახვა
საზოგადოება
„არ დავთმოთ ღამე!“ - 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ქალთა მიმართ ძალადობა დღემდე ერთ-ერთი მძიმე და აქტუალური პრობლემაა მსოფლიოში. საშუალოდ, ძალადობის შედეგად უფრო მეტი ქალი კვდება ვიდრე სიმსივნით, ავტო-საგზაო შემთხვევებში და ომის დროს ერთად. ყოველწლიურად მსოფლიოში ხუთი ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველ მესამეს კი სხვადასხვა სახის ძალადობა გამოუცდია. სტატისტიკა საგანგაშოა საქართველოშიც. პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში საქართველოში 53 ქალი მოკლეს, აქედან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 27, სხვა მოტივით კი 26 ქალი. ოჯახური დანაშაულის ნიშნით მომხდარი 27 მკვლელობიდან 8 თბილისში მოხდა, 4 -კახეთში, 3 - შიდა ქართლში, 3 - აჭარაში, 2 - ქვემო ქართლში, 2 - სამეგრელოში და 5 - დასავლეთ საქართველოში. მკვლელობის 22 ფაქტი სახლში მოხდა, თითო-თითო შემთხვევა კი სავაჭრო დაწესებულებასა და უნივერსიტეტში. 25 ნოემბერს ქალთა ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში რამდენიმე ღონისძიება და აქცია იმართება. "ქალთა ფონდი საქართველოში" 25 ნოემბერს, 13:00 საათზე პუშკინის სკვერში აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ პოლიციის შენობამდე. აქციის მონაწილეები ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის სახელით დროშებად კაბებს აღმართავენ. ფონდი ასევე 25 ნოემბერს, წარმოგიდგენთ დოკუმენტურ სპექტაკლს „შვიდი“, რომელიც 7 უფლებადამცველი ქალის რეალურ ამბავს გვიყვება და რომელსაც ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 7 ქალი წაიკითხავს. ამავე დღეს, "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი" შეუერთდება "ქალთა ფონდის" კამპანიას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. ჯგუფი გამართავს მსვლელობას “არ დავთმოთ ღამე!”.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)