|
2016-11-22 17:31:24, 877 ნახვა
საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტო ISSA-ის წევრია
სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის ბიურომ, 113-ე სხდომაზე, რომელიც პანამის რესპუბლიკაში გაიმართა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ასოციაციაში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირა მხარი. სოციალური დაცვის საერთაშირისო ასოციაცია (ISSA) სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტია. იგი 1927 წელს დაფუძნდა და ამჟამად, 156 ქვეყნის 322 სოციალური დაცვის სააგენტოსა და ორგანიზაციას აერთიანებს. ასოციაცია წევრებისათვის უზრუნველყოფს ინფორმაციის, ექსპერტული ცოდნის, ბიზნეს სტანდარტების, პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და პლატფორმების ხელმისაწვდომობას. ორგანიზაციის მიზანია: დინამიური და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. “სოციალური დაცვის საერთაშირისო ასოციაციის წევრობა სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებას მისცემს შეუზღუდავად გამოიყენოს ამ საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება, მიიღოს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნოს და დანერგოს ინოვაციები სოციალური დაცვის ადმინისტრირების სფეროში”, - აცხადებენ სააგენტოში. ასოციაციის ბიურის სხდომა სოციალური დაცვის მსოფლიო ფორუმის პარალელურად ჩატარდა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე ესწრებოდა. მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს დირექტორმა - ზაზა სოფრომაძემ ღონისძიების მსვლელობისას შეხვედრები გამართა სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანთან - ჰანს-ჰორსტ კონკოლევსკისთან და ასოციაციის საპატიო პრეზიდენტთან - ჯონ ვერსტრატენთან, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი მეგობარი და გულშემატკივარია. შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს ასოციაციასა და სააგენტოს შორის აქტიური თანამშრომლობის საკითხები. დაიგეგმა პირველი ერთობლივი ღონისძიებაც. ასოციაციის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ტექნიკური კომისიის სხდომა 2017 წლის აპრილში ქ. თბილისში ჩატარდება. შეხვედრისას გენერალურმა მდივანმა და საპატიო პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, დაუდასტურეს სააგენტოს ხელმძღვანელს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)