|
2016-11-20 10:29:13, 774 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ
„ სასურველია, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი იყოს, ვიდრე არის დღეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში პატრიარქ კირილისთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, „საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველი და რუსი ხალხისთვის. „ჩვენი ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლა. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. სასურველია, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი იყოს, ვიდრე არის დღეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, - აღნიშნა ილია მეორემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)