|
2016-11-15 19:48:56, 829 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო: სასულიერო პირობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს
სასულიერო პირობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნარკოტიკებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაკავებული ბერი ფილიპე ფხაკაძე და მღვდელმონაზონი ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს, საერო სამართლით უნდა განისაჯონ. მათივე ინფორმაციით, ამ სასულიერო პირებს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვთ. ”როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დააკავეს ორი პიროვნება: ბერი ფილიპე ფხაკაძე და გიორგი მეგრელიშვილი. მღვდელმოქმედება აკრძალულმა მღვდელმონოზონმა, ნიკოლოზ (მირიან) მაქარაშვილმა კი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს და პრობლემები შეუქმნა სხვა მცხოვრებთაც. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს კითხვით მომართეს მოქალაქეებმა და გვთხოვენ, დავაფიქსიროთ პოზიცია ამ და მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი მიიჩნევს, თითქოს სასულიერო პირობა ადამიანს კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მოძღვრობა ამა თუ იმ პიროვნებას გაცილებით მეტ სულიერ-ზნეობრივ ვალდებულებას აკისრებს; ეს მდგომარეობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს. ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირი, ვალდებულია, დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული კანონი და მისი დარღვევის შემთხვევაში აგოს პასუხი”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)