|
2016-11-15 16:39:12, 689 ნახვა
საზოგადოება
პროექტით „გახდი სასამართლოს მეგობარი“ გათვალისწინებული ტრენინგები დასრულდა
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის პროექტით „გახდი სასამართლოს მეგობარი“ გათვალისწინებული ტრენინგები დასრულდა. პროექტის მონაწილეებმა ტრენინგის ფარგლებში შეისწავლეს: სასამართლოს მეგობრის ,, Amicus Curiae’’ ინსტიტუტის წარმოშობა და მისი არსი; სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად; წერის სტანდარტები; სასამართლო პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა; სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების ეფექტურად მომზადების თაობაზე გამოცდილების გაზიარება. ტრენერი - თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი. პროექტის ფარგლებში, 17 ნოემბერს გაიმართება ლექცია, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, მონაწილეებს, გააცნობს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის საერთაშორისო და საქართველოს პრაქტიკას. ლექციის შემდგომ, კონკურსის, ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება/ქეისი, რომელზეც 10 დღის განმავლობაში მოამზადებენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, რის შემდგომაც ჟიური გამოავლენს 4/6 საუკეთესო მონაწილეს, რომლებიც მონაწილებას კონკურსის ფინალში მიიღებენ. კონკურსის ფინალის შესაბამისად, ჟიური გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში (2017 წელი, იანვარი - ივნისი) თბილისისი საქალაქო სასმართლოს, სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე საქმეებზე, სასამართლოსთვის წარსადგენად, მოამზადებენ 5-5 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას. პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)