|
2016-11-09 19:17:21, 1780 ნახვა
ეკონომიკა
ყაზახეთში ბათუმი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქართელოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების შედეგად საგრძნობლადაა გაზრდილი ვიზიტორთა და ტურისტთა რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან. მგზავრთა ნაკადის შემოდენების მაჩვენებლები გაზრდილია არა მხოლოდ აჭარის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამას ეხება სტატია სათაურით „Грузия стала одним из самых популярных направлений года – SCAT", რომელსაც ყაზახური საინფორმაციო სააგენტო, www.tengrinews.kz აქვეყნებს. „SCAT"-ი ყაზახური ავიაკომპანია, რომელმაც ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელება წელს დაიწყო. კომპანიის მიერ წლის შედეგების შეჯამების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტი ფრენა ავია-კომპანიამ სწორედ საქართველოს მიმართულებით შეასრულა. „ორი ქვეყნის ურთიერთობაში პირველად დანიშნული პირდაპირი რეისი აქტაუ-ბათუმი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი გამოდგა. ზაფხულის სეზონზე ფრენების საშუალო დატვირთვამ 85%-ი შეადგინა. ბათუმის მიმართულებით მგზავრთა რაოდენობის მაქსიმალური ზრდის პარალელურად, ასევე გაზრდილია ფრენების მაჩვენებელი აქტაუ-თბილისის უკვე 18 წლიან ტრადიციულ რეისზე - გასულ წელთან შედარებით ამ მიმართულებით 2016 წლის ბოლო 10 თვეში მგზავრთა 12%-იანი ზრდა ფიქსირდება. მგზავრთა ნაკადის ზამთრის სეზონზე ზრდისათის ავიაკომპანია მგზავრებს წამახალისებელ აქციებს სთავაზობს. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გამგზავრება უფრო სასურველი და საინტერესო რომ გახდეს, „SCAT"-ის ყოველი მგზავრი, რომელიც ბილეთებს 21 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შეიძენს, ექნება შანსი მოიგოს ნანატრი უიქენდი თბილისში, უზრუნველყოფილი საცხოვრებელით და დატვირთული კულტურული პროგრამით. დამატებით პრიზებად კი დაწესებულია ორმხრივი ბილეთი კომპანია „SCAT"-ის ნებისმიერ საერთაშორისო და შიდა მიმართულებაზე. ავიაკომპანია „SCAT"-ი ზამთრის სეზონზე საქართველოს მიმართულებით მინიმუმ 25 000 მგზავრის გადაყვანას გეგმავს" - წერს ყაზახური სააგენტო.
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)