2016-11-08 17:43:24, 1752 ნახვა
ეკონომიკა
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ „ბიზნესის კეთების“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო მე-8 ადგილზეა
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს.
ვიდეორგოლის მიხედვით, საქართველო ტოპ ათეულში მე-8 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს.
ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კუთხით საქართველომ საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და 2 ადგილით დაწინაურდა.
ბიზნესის მარტივად დასაწყებად ჩამოთვლილი ქვეყნების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ახალი ზელანდია
2. კანადა
3. ჰონგკონგი
4. მაკედონია
5. აზერბაიჯანი
6. სინგაპური
7. ავსტრალია
8. საქართველო
9. სომხეთი
10. ირლანდია
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან