|
2015-03-20 09:56:10, 420 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: არც ერთ მოხელეს, ვინც უკანონო ქმედების ჩადენას ბედავს, დანაშაული არ შერჩება
„დარწმუნებული ვარ, არც ერთ იმ მოხელეს, ვინც ბედავს უკანონო ქმედების ჩადენას, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის, დანაშაული არ შერჩება“, -ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში გუშინ საღამოს გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე განაცხადა. თათბირს საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, გამგებლები და საქვეუწყებო სამახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. „დღეს გამოვლინდა დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი. სამწუხაროდ, ადამიანები, როგორც ჩანს, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ ჭკუას და კვლავ უმძიმეს დანაშაულს სჩადიან. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაშური ოპერატიულობისათვის, მის ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელმაც კიდევ ერთი დანაშაული გამოავლინა მერიის სისტემაში. დარწმუნებული ვარ, არც ერთ იმ მოხელეს, რომელიც ჩაიდენს მსგავს დანაშაულს, არ შერჩება, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის. მიუხედავად იმისა, რომ რეაგირება ოპერატიულია, შესაბამისი სამსახურების მხრიდან აუცილებელია, ჩვენ თვითონაც, მერიის სტრუქტურის შიგნით გავამკაცროთ კონტროლი და გავაძლიეროთ ანტიკორუფციული საქმიანობა. ამიტომაც მინდა დაგავალოთ თითოეულ თქვენთაგანს - ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, რაიონების გამგებლებს, დაქვემდებარებული შპს-ების და სხვა სამსახურის ხელმძღვანელებს, მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანოთ ყველა თანამშრომელი, მისცეთ მათ დღესვე შესაბამისი მითითებები, გაფრთხილებები და დღეის შემდეგ თუ ამ ტიპის დანაშაული განმეორდება, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთ ფაქტზე უშუალო ხელმძღვანელი აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას. ამიტომაც, ძალიან აქტიურად უნდა დავიწყოთ მოქმედებები“, - მიმართა თბილისის მერმა მთავრობის წევრებს. თბილისის მერმა საგანგებო თათბირი შსს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მოიწვია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)