01:34 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 16:10:25, 644 ნახვა

პოლიტიკა
მეტეხის გვირაბთან, მტკვარზე არსებული ხიდი–ესტაკადის რეაბილიტაცია იგეგმება

ისნის რაიონში მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდი–ესტაკადის რეაბილიტაცია იგეგმება.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად კი, თბილისის მერიას უფლება მიეცა გამარტივებული ტენდერი გამოაცხადოს.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.

„„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება ქ. თბილისში, ისნის რაიონში მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდი-ესტაკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“, – ნათქვამია განკარგულებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics