|
2015-03-14 14:26:22, 944 ნახვა
სამართალი
კეზერაშვილს, ადეიშვილსა და უგულავას ბრალდებები დაუმძიმდათ, სააკაშვილსა და მერაბიშვილს კი დაუზუსტდათ
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 13 მარტის დადგენილებებით, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას ბრალდებები დაუმძიმდათ, ხოლო ივანე მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს ბრალის დამძიმების გარეშე ბრალდება დაუზუსტდათ. „საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე (ტელეკომპანია “იმედი”, მთაწმინდის პარკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2015 წლის 13 მარტის დადგენილებით დაუზუსტდა ბრალდება, რომლის მიხედვით მ. სააკაშვილმა ძალადობისა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ჩაიდინა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირების უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუქტებით - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 13 მარტის დადგენილებებით, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას დაუმძიმდათ ბრალდებები, ხოლო ივანე მერაბიშვილს ბრალის დამძიმების გარეშე დაუზუსტდა ბრალდება, კერძოდ: დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - 2007 წლის ნოემბრის, ტელეკომპანია “იმედისა” და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდები), 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდი) - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე. ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრის ეპიზოდები) - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე. გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - მთაწმინდის პარკის ეპიზოდი), სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვაში დახმარება - მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვის ეპიზოდი) და სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დახამრება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში-ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდი) - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე. ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო კვალიფიკაცია დარჩა უცვლელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები. (ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრისა და მთაწმინდის პარკში შეჭრის ეპიზოდები) - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)