05:07 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-25 10:13:35, 1884 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი

ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ კონკრეტულ კონცერტს, ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Kordz-ის კონცერტის გაუქმებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა.

„ზუსტად ეს არის ის მეთოდები, რაზეც ქალბატონი გიგაური საუბრობდა -  საბჭოური მეთოდები. ასეთი საბჭოური მეთოდებით ახლა მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, რაც მართლა გამაოგნებელია, წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა. მე იმედი მაქვს, რომ სხვაგვარად წარიმართება პროცესები ევროპულ ბიუროკრატიაში და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად შეიცვლის თავის მეთოდებს, საბჭოურ მეთოდებს, ევროპული ბიუროკრატია,"- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics