|
2015-03-13 12:47:17, 381 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაა დანიშნული
აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, თუმცა, ჯერ უცნობია შედგება თუ არა ქვორუმი. რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ვიცე–სპიკერად პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გარიცხული ჯემარ ფუტკარაძის არჩევის საკითხზე უნდა იმსჯელონ. ფუტკარაძემ ვიცე–სპიკერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა თავად წარმოადგინა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის საკითხიც უნდა განიხილონ, თუმცა, აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა. ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა 9 მარტსაც იყო ჩანიშნული, რომელიც ქვორუმის არ არსებობის გამო, ჩაიშალა. აქვე შეგახსენებთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი განიხლა. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის გენერალურმა მდივანმა - კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა -პარტიიდან გარიცხვა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)