|
2016-06-06 13:49:59, 845 ნახვა
ეკონომიკა
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ გახსნეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსია გაიმართა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ და ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევაზე. „ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამ მიმართულებით, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. დღეს შევიკრიბეთ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რათა გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს - ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს აქვთ აღნიშნული მიმართულებით. საქართველოს შემუშავებული აქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ყველა ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს აღებული ჰქონდა, შესაბამისობაში მოდის, მათ შორის, ვიზალიბარალიზაციის პროცესთან და შესრულებულია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. „საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრაზე, განვიხილავთ საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებიან ჩვენი ექსპერტები, რომლებსაც სერიოზული გამოცდილება აქვთ აღნიშნული მიმართულებით. უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან ერთად, ასევე, ვისაუბრებთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველომ სამომავლოდ უნდა გადადგას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს ეხება როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ისე ადამიანური რესურსების გაძლიერებას“, - განაცხადა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტის (MONEYVAL) 2012 წლის საქართველოს შეფასების ანგარიში და რეკომენდირებული სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ეროვნული AML/CFT სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რისკების შეფასების ანალიზის დოკუმენტები. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)