23:03 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 15:17:49, 1355 ნახვა

რეგიონი
ბათუმს სტამბოლის მერი ესტუმრა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმს ქალაქ სტამბოლის მერი ქადირ თოფბაში ეწვია.

სტამბოლის მერს ბათუმის ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული დახვდნენ.

დღესვე ქადირ თოფბაში არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენას გახსნის, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრებისა და თურქი ფოტოგრაფების ნამუშევრები. 17:00 საათზე კი მუსიკალურ ცენტრში ქართული და თურქული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics