23:26 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 22:24:20, 313 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა

2022 წლის მარტში საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა. ვფიქრობ, ეს იყო დიდი შეცდომა და უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოგვიანებით ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოსა და სხვა კანდიდატი ქვეყნების შეფასებები, რომლის მიხედვითაც საქართველო მოლდოვასთან ან ბოსნიასთან შედარებით, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებდა. 

 

„მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს განაცხადი კი კვლავ არ დაკმაყოფილდა. ეს გარემოება კონკრეტულმა ჯგუფებმა გამოიყენეს. შიდა ოპოზიცია და ევროპული თუ სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ რევოლუციის ორგანიზებას იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. ეს საკმაოდ უცნაური ვითარება იყო. საბოლოოდ, მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ კი წელიწადნახევრის განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ეს იყო ძალიან რთული პროცესი. გვიწევდა ჯერ 12, შემდეგ 9 პუნქტის შესრულება. ევროკომისიისგან სხვადასხვა დღის წესრიგს ვიღებდით და საქართველო ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ ყოველთვის ერთგული იყო. ჩვენ ასევე სრულად ვართ ერთგულნი ასოცირების დღის წესრიგის", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics