|
2026-11-03 22:54:33, 379 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
2024 წლის ივნისში სწორედ ევროკომისიამ მიიღო საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, სრული სიცრუეა და მსგავსი კატეგორიული განცხადებების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე გაიმართოს დისკუსია. „„გამჭვირვალობის კანონის" მოქმედების შეჩერება გამოსავალი არ არის, რადგან მე, როგორც იურისტს, და თუნდაც იურისტი არ ვიყო, ვერ წარმომიდგენია გონივრულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა არასწორია. ეს აბსურდია. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა და საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მაგრამ როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, ეს სრული სიცრუეა. სწორედ ამიტომ, მსგავსი კატეგორიული განცხადებების გაკეთების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე დისკუსია გაიმართოს. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება,"- აღნიშნა პრემიერმა.
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)