17:32 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 13:33:47, 985 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს

ყაზახეთის რესპუბლიკაში, ასტანაში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულმა კონფერენციამ, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ასტანის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს და განიხილება მაკროეკონომიკური და სტრუქტურული პოლიტიკის პრობლემური საკითხები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი კრისტინ ლაგარდი.

კონფერენციის მსვლელობისას, დაგეგმილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ყაზახეთის, სომხეთისა და ყირგიზეთის ფინანსთა მინისტრებთან, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, მასუდ აჰმედთან.

დღესვე, კონფერენციაზე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ნოდარ ხადური ისაუბრებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, თავისუფალი ვაჭრობისა  და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics