|
2016-05-23 12:09:59, 1057 ნახვა
ეკონომიკა
MEETING ROOM - ბიზნეს კონფერენციების ციკლი "პაშა ბანკისგან"
„პაშა ბანკი“ ახალ პროექტს იწყებს: MEETING ROOM - ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც შექმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებას. MEETING ROOM - ის ფარგლებში პაშა ბანკი პირველ კონფერენციას 25 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში უმასპინძლებს. შეხვედრის თემა იქნება „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში.“ კონფერენცია ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და Colliers International-ის მხარდაჭერით. სპეციალურად მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: სასტუმრო ბიზნესის მიმოხილვა, ტურიზმის დეპარტამენტის მოლოდინი და არსებული ტენდენციები, სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორების ბიზნეს მოდელი და ტიპიური მოთხოვნები, სასტუმრო ბიზნესის დაფინანსების პრაქტიკა და კრიტერიუმები. ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრებენ შემდეგი სპიკერები: გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი; ფორუმის მოდერატორი იქნება გიორგი შარაშიძე, Georgia Today-ის რედაქტორი და გენერალური დირექტორი. “მოხარული ვარ, რომ სულ მალე წარვადგენთ ჩვენს ახალ პროექტს MEETING ROOM, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი. 2013 წლიდან საქართველოში არაერთ ბიზნეს სექტორს ვემსახურებით და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია სასტუმრო ბიზნესი. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს განვითარებას, რადგან ცხადად ვხედავთ მის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი მიზანია, აქტიურად ჩავერთოთ ადგილობრივი და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროცესში მსხვილი პროექტების დაფინანსების გზით“, - განაცხადა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ. “იმ ფონზე როდესაც ყოველთვიურად სულ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, როდესაც უფრო მეტი სასტუმრო იხსენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და კურორტზე, ამ თემაზე მრავალმხრივი დისკუსიის არსებობა და, რაც მთავარია, კერძო სექტორის ჩართულობა ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარების საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით ჩართულია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია პროექტში MEETING ROOM. როგორც იცით, წელს იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს 1 596 916 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.4%-ით მეტია. 2016-2017 წლებში საქართველოში 80-ზე მეტი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
(R)
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)