14:17 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-25 14:03:09, 233 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ მოწმეზე - ძაღლზე, ზეწოლა არ მოვახდინო

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ დაწესებულ აკრძალვას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვს.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც „დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულები - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორი, გიორგი პატარიძე და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, რამაზ ფირცხალავა, „პატიმრის წამებისთვის“ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არიან თავისუფლები“.

„პროკურატურა მიიჩნევს, რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან შეხვედრით, შესაძლოა ძაღლზე, ცუგაზე, ზეწოლა მოვახდინო.

უკვე ერთი წელია, მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფს აკრძალული მაქვს ოჯახის წევრებთან ნებისმიერი კომუნიკაცია: ვერ ვრეკავ, წერილს ვერ ვაგზავნი, შვილებს ვერ ვხვდები. პროკურატურა ამ შეზღუდვას ყოველ ორ თვეში ერთხელ მიგრძელებს, მოწმეზე ზეწოლის თავიდან აცილების მოტივით. თუმცა, ჩემს საქმეში მოწმე არ არსებობს - არის მხოლოდ ძაღლი, ცუგა. (ისიც საკითხავია, ეს ძაღლი რეალურად არსებობს თუ არა).

უფრო გასაგებად: ერთ საქმეზე, რომელზეც უკვე 13 წელი მომისაჯეს, განაჩენი დამდგარია, შესაბამისად შეზღუდვების გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს. მეორე, აბსურდულ საქმეზე კი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ შეკერეს, სასამართლო პროცესები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. თუმცა, სწორედ ამ საქმეს იყენებენ ჩემთვის კომუნიკაციის აკრძალვის გასაგრძელებლად. სასამართლოები ამ საქმეზე არ ტარდება, თუმცა შეზღუდვები გრძელდება, რომ მოწმეზე ზეწოლა არ მოვახდინო. ვიმეორებ, მოწმე მხოლოდ ოთხფეხა ძაღლია, რომლის არსებობაც კიდევ საკითხავია.

ამავე დროს, გლდანის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე ბრალდებული პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოდის, მე შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ ძაღლზე ზეწოლა არ მოვახდინო, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პატიმრის წამების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რომელთაც ათობით შესაძლო მოწმესა და მნიშვნელოვან ვიდეომტკიცებულებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლებაში ყოფნის უფლებას აძლევენ

[პროკურატურა] საინტერესოა, რა სტანდარტით ხელმძღვანელობთ, როდესაც აგრძელებთ ჩემი უფლებების შეზღუდვას იმ მოტივით, რომ შვილებთან შეხვედრით, თანაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან შესაძლოა, ძაღლზე ზეწოლა მოვახდინო, მაშინ როცა თავისუფლებაში ტოვებთ ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთაც უმარტივესად შეუძლიათ მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში მოწმეებზე ზემოქმედებაც და მტკიცებულებების განადგურებაც. იქნებ, განმიმარტოთ ეს ორმაგი სტანდარტი“,- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილი - შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ მოწმეზე - ძაღლზე, ზეწოლა არ მოვახდინო
მაჭავარიანი - საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აჩვენებენ
ანი წითლიძე - საკონსტიტუციო სასამართლო მთელ ამ პროცესში არის მხარე და არა ობიექტური არბიტრი
კახა კალაძე: რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემა ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics