10:11 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-25 09:54:02, 229 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი -რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო უაზრო რაღაცეებს? ჩამოვიდნენ ეგ და პუტინი კიევში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითგამოცხადებული ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კიევში დაპატიჟა.

„კარგი, მას შეუძლია პუტინი წამოიყვანოს და კიევში გამოფრინდეს. შემდეგ ჩვენ აუცილებლად ვუზრუნველყოფთ მათ უსაფრთხო მიღებას. განაგრძეთ, ეს მოლაპარაკებებია“.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ამას უაზრო საუბრად მიიჩნევს.

„რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო უაზრო რაღაცეებს? ჩვენ ომში ვართ; ჩვენ ვერ შევხვდებით მოსკოვში, ვერ შევხვდებით კიევში. ყველას ეს კარგად გვესმის. როდესაც ვინმე ამას ამბობს, ეს უბრალოდ უაზრობაა. ანუ ისინი არ გვაახლოებენ ომის დასრულებასთან“.

 უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუღებელია ფორმატი, სადაც ლუკაშენკო მას თვითმფრინავში ჩასმასა და მოსკოვში წაყვანას ჰპირდება: „ლუკაშენკო მთავაზობს, თან წამიყვანოს. მე რა, ჩემოდანი ვარ, რომ ჩამსვას თვითმფრინავში და გამაფრინოს, თანაც მოსკოვში? ეს არასერიოზულია“.

მან დასძინა, რომ ხალხი აბინძურებს საინფორმაციო სივრცეს აბსურდული და არაკონსტრუქციული წინადადებებით, რომლებიც ნამდვილად არ დაასრულებს ომს.

ფრანგულ ჟურნალ Le Point-თან ინტერვიუში ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მზად არის პირადად გაჰყვეს ზელენსკის რუსეთის დედაქალაქში და მისი უსაფრთხოების გარანტად იქცეს. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო ბელტას ცნობით, ლუკაშენკომ თქვა, რომ მათ შეუძლიათ ერთად ჩასხდნენ თვითმფრინავში და მოსკოვში გაფრინდნენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო უაზრო რაღაცეებს? ჩამოვიდნენ ეგ და პუტინი კიევში
ჩრდილოეთ კორეამ შვეიცარიის ელჩი გააძევა უკრაინიდან გატაცებული ბავშვების საქმესთან დაკავშირებული სანქციების გამო
ტრამპმა მადლიერების დღის წინ შეიწყალა ინდაურები „თავისუფლება“ და „ბუმბული“
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics