21:24 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 20:49:53, 250 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას

კოალიცია ცვლილებისთვის თავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ოპოზიციას საპროცესო სტადიების გავლის შესაძლებლობასაც კი არ აძლევს და ამჟღავნებს "გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას". 

გვარამიას თქმით, ხვალ, 25 ნოემბრის სხდომაზე წარმოადგენენ რევაზ ნადარაიას აცილებისთვის საჭირო ფაქტებს. 

"ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ სხდომაზე შესვლას, ბატონი ნადარაია მთელი ამ კვირების განმავლობაში, რაც მიდის პროცესში ყველა ხედავს ალბათ, რომ იყო ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებულობას და კიდევ უფრო გასაოცარ არაკომპეტენტურობას, ამ კაცს არ ესმის, რომელი სასამართლოს მოსამართლეა, თავი ჰგონია კვლავ სისხლის სამართლის სასამართლოს ზონდერი და ზუსტად ასე იქცევა. მისი კომპეტენცია კონსტიტუციურ სამართალში არის წარმოუდგენლად დაბალი, თუ საერთოდ რამენაირი არის და გასაგებია, რატომ დანიშნეს ის ამ სარჩელის ჩანიშვნამდე რამდენიმე კვირით ადრე.

კიდევ ერთხელ განვმეორდები, ბატონი ნადარაია არის ზონდერი მოვლენილი პარტიების გასაუქმებლად, მისი დანიშნულება და ფუნქცია არის მხოლოდ და მხოლოდ ეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოპოზიციას, რომელიც ისედაც არის სამართლებრივი და არამხოლოდ სამართლებრივი ტერორის ქვეშ ამ ქვეყანაში.

მთელი ამ კვირის განმავლობაში ვითმენთ წარმოუდგენელ თავდასხმებს მისგან, როგორც სამართლებრივსა და პროცესუალურს, ასევე პირადს, და ვცდილობთ მაინც, რომ პროცესი მივიყვანოთ რაღაცნაირად ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს ამ პროცესის შემდეგ რა გაგრძელება იქნება და ამას ნახავს საზოგადოება, ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავიაროთ, მაგრამ საპროცესო სტადიების გავლის საშუალებასაც არ გვაძლევს მოსამართლე ნადარაია და მასთან ერთად პლენუმი, სამწუხაროდ.

ამ სასამართლომ გააუქმა მთელი ერთი სტადია - მტკიცებულებების გამოკვლევა, ვითომ იმ დათქმით, რომ კითხვა-პასუხის ეტაპზე შევძლებდით მტკიცებულებების გამოკვლევას და საქმე იმაშია, რომ კითხვა-პასუხიც მიაყოლა ახლა უკან, როგორც გაუქმებული.

არცერთ პასუხს არ იძლევა მოსარჩელე, ყველაფერზე ამბობს - წადი, ნახე სარჩელი, ან სრულიად არარელევანტურ პასუხებს იძლევა და მათთან ერთად, მოსამართლე პრაქტიკულად ხსნის ყველა შეკითხვას, მაშინ, როდესაც მისი ვალია, რომ თუ პასუხს ვერ იღებს მოპასუხე, მოსარჩელის თავნებობის გარდა, მოსამართლეს უფლება კი არა, ვალდებულება აქვს, რომ მოსთხოვოს მას პასუხი. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ფაქტებზე, თუ ჩვენ არ გვაძლევთ ფაქტს, როგორ უნდა დავიცვათ თავი, ჩვენ დღემდე არ ვიცით, რას გვედავებიან, კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც ან უნდა უარვყოთ, ან დავადასტუროთ. როცა მოსარჩელე გეუბნება, რომ არ გეუბნები, რა ქმედებებში გედება ბრალი და მოსამართლე მერე ჰყვება, რომ იცი რა, შენ ჩაწერე ბოლო სიტყვაში, რომ ასე მითხრა მოსარჩელემ - მერე? მერე ვნახავთ გადაწყვეტილებას, სადაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება და რა?! მე რას ჩავწერ სიტყვაში, რა მნიშვნელობა აქვს ნადარაიასთვის, საერთოდ რას აქვს მისთვის მნიშვნელობა?!

ჩვენ ვიცით, რას აქვს მისთვის მნიშვნელობა, არამხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც და ამ ფაქტებს წარმოვადგენთ ხვალ მისი აცილების საფუძვლად". - განაცხადა გვარამიამ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics