|
2026-11-24 15:56:46, 232 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა
2026 წელს, Euromoney-მ საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება საუკეთესოდ აღიარა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს. საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. რა დგას ამ აღიარების მიღმა და რომელმა ინიციატივებმა აქცია საქართველოს ბანკი რეგიონის ლიდერად? საქართველოს ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მიღწეული შედეგების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე. საქართველოს ბანკის CSR საქმიანობა სამი ძირითად მიმართულებას აერთიანებს:
ამასთანავე, ბანკი მხარს უჭერს სპორტის, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების განვითარებას, ჩართულობასა და შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება. განათლება საქართველოს ბანკის CSR-ის მთავარი მიმართულებაა სწორედ ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის საგანმანათლებლო პორტფელი ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას. შედეგად, ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას. იდეათეკები იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას აძლევს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. 2026 წელს გაიხსნა ექვსი ახალი იდეათეკა. სტიპენდიები და პროფესიული განათლება საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატის საფეხურზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა 24 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს ბანკი ასევე სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს 20 პროფესიულ აკადემიაში, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ სასურველი მიმართულებით. 2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიხსნა - მათ 10-ზე მეტი კურსის სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა აქვთ. ბანკი ასევე უჭერს მხარს საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. STEM განათლება და ტექნოლოგიური უნარები საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. 2026 წელს გაიხსნა TUMO ქუთაისი - უფასო საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოზარდები ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, დიზაინსა და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს ეუფლებიან. ფინანსური წიგნიერება 2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის. საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება. დასაქმება - განათლებიდან პროფესიულ განვითარებამდე საქართველოს ბანკის მიდგომა განათლების მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, მიიღონ პირველი სამუშაო გამოცდილება და კარიერა დაიწყონ. ამ მიმართულებით ბანკი ახორციელებს სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მათ შორისაა: ლიდერატორი - ლიდერატორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა. მონაწილეები მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტში, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სარგებლობენ მენტორობითა და რეგულარული უკუკავშირით. 2017 წლიდან პროგრამაში 537-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მონაწილეთა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. 2026 წელს პროგრამაში 44 სტუდენტი ჩაერთო. საზაფხულო სტაჟირება - პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ის მათ 4-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. 2026 წელს პროგრამას 47 სტუდენტი შეუერთდა, ხოლო მისი დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა 119-მა სტუდენტმა მიიღო. ბიზნესის მხარდაჭერა - ცოდნა, კონსულტაცია და განვითარების შესაძლებლობები საქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს არ გულისხმობს. ბანკი მეწარმეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავების, პროფესიული კონსულტაციის, საქმიანი კავშირებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს. მეწარმე ქალთა სკოლა - საქართველოს ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მეწარმე ქალთა სკოლა 2022 წელს დააფუძნეს. პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება ბიზნესის მართვის ცოდნის გაღრმავებაში, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში. 2026 წელს აჭარის რეგიონში გაიმართა ელექტრონული კომერციის ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც 30-მა ადგილობრივმა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა. 500 Georgia - საქართველოს ბანკი 500 Global-თან და GITA-სთან ერთად 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სტარტაპებს ეხმარება ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაში, ინვესტიციების მოსაზიდად მომზადებასა და საერთაშორისო სტარტაპებისა და ინვესტორების ქსელებთან დაკავშირებაში. პროგრამაში მისი დაწყებიდან დღემდე 125 სტარტაპი ჩაერთო, მათგან 11 - 2026 წელს. სპორტი, კულტურა და გარემოს დაცვა განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ბანკი გრძელვადიანად თანამშრომლობს სპორტულ ფედერაციებთან და კულტურულ ორგანიზაციებთან, ასევე მონაწილეობს გარემოს დაცვის ინიციატივებში. სპორტი
2026 წელს გაგრძელდა კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც ქართულ ბიზნესებს ქართველი პარასპორტსმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კამპანიას დაახლოებით 20 ბრენდი შეუერთდა. ასევე, 2026 წლიდან საქართველოს ბანკი ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში 10 ახალგაზრდა მოჭადრაკეს სრული ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა. კულტურა საქართველოს ბანკი 2022 წლიდან ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, გენერალური პარტნიორია. 2026 წელს დაიწყო კამპანია „სუხიშვილები და რეგიონები“, რომლის მიზანია ანსამბლის კონცერტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართვა. პირველი კონცერტი ქუთაისში გაიმართა. ბანკი ასევე უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. გარემოს დაცვა საქართველოს ბანკი 2010 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით საქართველოს დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამჟამად ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია, რომელთა საერთო ფართობი 740 000 ჰექტარს შეადგენს. პარტნიორობის ფარგლებში ფინანსდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები, უმჯობესდება რეინჯერების სამუშაო პირობები და მხარდაჭერილია ადგილობრივი მოსახლეობაც. ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. სრული CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
საქართველოს ბანკმა ბიზნეს ნაკრებები განაახლა - ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება
საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა
ჯაფარიძე კობახიძეს - მეორე არის ქ-ნი ეკა, მესამე ბერა, მერე ცოტნე, უტა, გვანცა, ადიკო, ბიძინას დაცვის უფროსი, დაცვის წევრები, მზარეულები, დამლაგებლები
ნინო წილოსანი - ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



