|
2026-11-24 11:12:53, 208 ნახვა
ეკონომიკა
25–26 დეკემბერს Spotlight 2026 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება
25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების თემაა „შერეკილები“. მისი შთაგონება რეზო გაბრიაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოებია, რომლის გმირებიც ფრენის იდეას მაშინაც არ თმობენ, როცა გარშემომყოფებს მისი განხორციელება შეუძლებლად მიაჩნიათ. Spotlight-ის სპიკერები აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებიდან კონკრეტულ მაგალითებს გაუზიარებენ. ისინი ისაუბრებენ, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯი, რომელმა გადაწყვეტილებებმა გაამართლა და რა შეცვალეს, როცა შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა. „მოხარული ვართ, რომ Spotlight 2026-ის მხარდამჭერები ვართ. წლევანდელი თემა - „შერეკილები“ ძალიან ახლოსაა ჩვენს მთავარ გზავნილთან „არ გაჩერდე“. გამორჩეული წარმატება ხშირად იმით იწყება, რომ ვიღაც გაბედავს და სცდის იმას, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენებათ. სწორედ ასეთი ადამიანები არ ჩერდებიან პირველი დაბრკოლებისას და იდეებს რეალობად აქცევენ. გვიხარია, რომ Spotlight-ის სცენაზე ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, - ამბობს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. 25 დეკემბერს მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი პროგრამა „კაცებისა“ და დავით გოგიჩაიშვილის სესიებით დაიწყება და თეატრალურ ფორმატში გაგრძელდება. 26 დეკემბერს მთავარი სცენა სპიკერების გამოსვლებს დაეთმობა. 26 დეკემბრის ღონისძიების ბილეთების გაყიდვა 7 დეკემბერს დაიწყება.
25–26 დეკემბერს Spotlight 2026 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება
ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს
ძლიერი ქარის და ტურბულენტობის გამო ბორტზე რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, ბერლინი ქუთაისის რეისმა ფრენა შეწყვიტა და თბილისში დაეშვა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



