15:22 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-23 15:07:44, 222 ნახვა

ეკონომიკა
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ოპერატიული დანიშნულებისთვის 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გეგმავენ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12,729,375 ლარია, რაც ერთ ავტომობილზე საშუალოდ 56,575 ლარს უტოლდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ კონსოლიდირებული ტენდერი 20 ნოემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ფარგლებში 200 ავტომობილი - შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ხოლო 25 პროკურატურისთვის არის გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესასყიდი ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2026 წელს ან უფრო გვიან გამოშვებული, სედანის ტიპის, მარცხენასაჭიანი და ბენზინის ჰიბრიდული ძრავით. ძრავის მოცულობა 1 580-დან 1 798 კუბურ სანტიმეტრამდე უნდა იყოს, სიმძლავრე კი არანაკლებ 140 ცხენის ძალას უნდა შეადგენდეს. ამასთან, ავტომობილის საწვავის ხარჯი შერეულ პირობებში 100 კილომეტრზე 5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს.

ტექნიკურ მოთხოვნებში ასევე გათვალისწინებულია მინიმუმ ოთხი უსაფრთხოების ბალიში, ABS და ESC ან VSC სისტემები, კონდიციონერი ან კლიმატკონტროლი, უკანა ხედვის კამერა და იმობილაიზერი. ავტომობილებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი Euro NCAP-ს ან/და IIHS-ის უსაფრთხოების ტესტირების დადასტურება.

მიმწოდებელმა ავტომობილებზე მინიმუმ ორწლიანი გარანტია უნდა გასცეს, გარბენის შეზღუდვის გარეშე. გეგმური საგარანტიო მომსახურება არანაკლებ სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ან ქობულეთში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სხვა საგარანტიო შემთხვევებში ავტომობილის შეკეთება თბილისში იქნება შესაძლებელი, სერვისცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯს კი მიმწოდებელი დაფარავს.

სატენდერო წინადადებების მიღება 26 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს, 13:00 საათზე დასრულდება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
აქციაზე დაკავებული ირაკლი მეღვინეთუხუცესი თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics