13:11 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-23 12:25:35, 260 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს - ამბობს რეჟიმის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ. ის მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა. მას საპატიმრო დეკემბერში უნდა დაეტოვებინა.

"სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო. ერთს ვიტყვი, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. სიმართლე გითხრათ, პირველი ემოციები, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა, არის ყველა პატიმრისთვის, არა მარტო ჩვენთვის, სინდისის პატიმრებისთვის და პოლიტპატიმრებისთვის, არამედ ყველა პატიმრისთვის არის ძალიან დიდი, ემოციური გამოსვლა, სიმართლე რომ გითხრათ. მეტ დეტალებზე ცოტა ხანში ვილაპარაკებ. […]

[შეწყალების თხოვნით] არ მიმიმართავს. [...]

თანამებრძოლებს იმას ვეტყვი, რომ ჯერ-ჯერობით ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო. არავინ არ ვართ ციხეში საჭირო… ვეტყოდი, რომ გამოიყენონ ეგ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები. ითხოვონ, შეწყალება დაწერონ, კი ბატონო." - აცხადებს ნიკოლოზ ჯავახიშვილი

ნიკოლოზ ჯავახიშვილს თავდაპირველად ბრალად ედებოდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი), თუმცა სასამართლომ ბრალდება გადააკვალიფიცირა საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობად (226-ე მუხლი).

იგი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გამოძიება მას აქციაზე პიროტექნიკის სროლას ედავებოდა.

2025 წლის 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალი უფრო მსუბუქი, 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
რეჟიმის მიერ პროევროპულ აქციებზე დაჭერილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics