20:17 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-22 19:40:15, 263 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელი კირცხალია ამბობს, რომ საქართველოში სუროგაცია სრულიად აიკრძალება

ბიძინა ივანიშვილის პარტიის "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თქვა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ.

მისი თქმით, "უახლოეს მომავალში შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება". თქვა, რომ საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთანაც. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიარქოსთან და კანონი უახლოეს მომავალში დაინიცირდება პარლამენტში.

გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლევრივი რისკები, განსაკუთრებით, ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლებელია გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება, აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

ჟურნალისტმა კირცხალიას დააზუსტებინა, სრულად იკრძალება თუ არა სუროგაცია, ასევე ჰკითხეს, თუ როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და არის თუ არა სხვა ქვეყნებში სუროგაცია აკრძალული. 

"სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია, მზად ვართ,  მოვისმინოთ ეს მწვავე და მძაფრი რეაქციები, შევიდეთ დისკუსიაში და გავცეთ პასუხები. საინტერესო იქნება, რა არგუმენტები ექნებათ მწვავე რეაქციის ავტორებს... 

ჯერ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა... ბევრ დეტალს თქვენ - ჟურნალისტები, საზოგადოება, დაინტერესებული მხარეები გაიგებთ ძალიან მალე. 

თითქმის ქვეყანა არ არსებობს, ევროკავშირის ქვეყნებიც რომ ავიღოთ, აკრძალულია სუროგაცია, ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული.

რაც შეეხება, ამ თემის კომერციალიზაციას, ციფრები რომ შევადაროთ, 2023 წლის ვითარება ამ ბაზარზე, ამ ბაზარზე, სამწუხაროდ, ამ სიტყვას ვამბობ, როდესაც კომერციალიზაციაზე ვსაუბრობ, და დღევანდელი ციფრები, ნუ, კოლოსალურად არის, ფაქტობრივად ას-ასი პროცენტით იზრდებოდა ყოველი წლის მანძილზე", - თქვა მან. 

კირცხალია ამბობს, რომ ოცნება "აზღვევს მომავალ რისკებს, რომელი რისკებიც გასდევს ამ ყველაფერს". მან ბრიფინგზე რამდენჯერმე გაიმეორა ის, რომ "სუროგაცია სრულად იკრძალება და გადაწყვეტილება არის ძალიან მკაფიო".

"ფაქტობრივად, 5-6 ქვეყანაა, მათ შორის საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრციდან, სადაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი ეს თემა, ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოა და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და თემა ეხება მხოლოდ სუროგაციას და სრულად აკრძალვას სუროგაციის მიმართულების." - თქვა მან.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია რეჟიმის მიერ სუროგაციის აკრძალვაზე - საპატრიარქოს 2 მოთხოვნიდან - შეიზღუდოს აზარტული თამაშები და აიკრძალოს სუროგაცია - დათმეს ახალი სიცოცხლეები! უარი თქვეს ერის გამრავლებაზე და აირჩიეს ფული
ივანიშვილის წარმომადგენელი კირცხალია ამბობს, რომ საქართველოში სუროგაცია სრულიად აიკრძალება
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
მეუფე იობი: პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics