16:33 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-22 14:13:05, 299 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იობი: პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის

პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის - ამბობს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი TV პირველთან.

მე ერთს ვიტყვი, რომ პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს. კი, არის პატრიარქი დიდი ქვეყნის, რუსეთის, მაგრამ მან აკურთხა ეს ომი და მხარი დაუჭირა. აი, ეს არის ეს პიროვნება, - ამბობს მეუფე იობი. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა. შეხვედრა 21 ნოემბერს, დანილოვის მონასტერში გაიმართა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია მოსკოვში 19 ნოემბერს, კირილეს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
მეუფე იობი: პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის
გალუზინი- შეთანხმდა, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით და რეგულარულად დამყარდება
მეუფე იობი ოცნებაზე - რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics