17:54 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 16:26:10, 263 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს ყვავილები, სანთლები და სათამაშოები მიაქვთ

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქებისა და კორპუსის ნგრევის ადგილას მოქალაქეები დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ჩამონგრეულ შენობასთან მოწყობილ სამგლოვიარო კუთხეში ადგილობრივებსა და მოქალაქეებს სანთლები, ყვავილები, ხატები, გარდაცვლილთა ფოტოები და სათამაშოები მიაქვთ. 

უმძიმეს ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს. კლინიკაში გადაყვანილია 31 წლის მამაკაცი (იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა), რომლის მდგომარეობაც მძიმეა, ასევე მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის ბავშვი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.

 მთავრობის განკარგულებით, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფონიჭალაში ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს ყვავილები, სანთლები და სათამაშოები მიაქვთ
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო – დააცარიელეთ სურვილების სია
მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიაზე: 8 საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics