|
2026-11-20 15:40:35, 217 ნახვა
სხვადასხვა
გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიაზე: 8 საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე
ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. 8 საათის განმავლობაში მუჭში ჰქონდა მოქცეული. როცა ის გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავუძახეთ, რომ [ჩვენთვის] ხელი მოეჭირა, თუ ჩვენი ხმა ესმოდა. როცა ხელი მოგვიჭირა, სწორედ ამის შემდეგ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო, — განაცხადა მეხანძრე-მაშველმა გაგა გიგაშვილმა, "იმედის დღეში" მან ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის თაია გადაარჩინა. „დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე — ფილები, სინკარები, ხის მასალა. როდესაც მივედით, მხოლოდ და მხოლოდ მისი ფეხი ჩანდა. როდესაც ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა და ამის შემდეგ უკვე ის ემოცია ვეღარ დავმალეთ. იქ ჩანს კიდეც კადრებში ჩვენი სიტყვები და შეძახილები, რომ ფეხი გაამოძრავა და 8 საათის შემდეგ ცოცხალი ადამიანი ვიპოვეთ. მით უმეტეს, ბავშვი ვიპოვეთ. შემდეგ, როდესაც ფეხი რაღაც მომენტში აღარ გაამოძრავა, ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. 8 საათის განმავლობაში მუჭში ჰქონდა მოქცეული და როცა ის გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავუძახეთ, რომ ხელი მოეჭირა, თუ ჩვენი ხმა ესმოდა. როცა ხელი მოგვიჭირა, აი, მაგის შემდეგ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო“, — აღნიშნა გიგაშვილმა.
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო – დააცარიელეთ სურვილების სია
მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიაზე: 8 საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე
მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენაზე: ეს ემოცია დაუვიწყარია
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



