16:42 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-16 14:06:39, 307 ნახვა

პოლიტიკა
კალასი - რუსეთის მიმართ მოთხოვნებში რჩება საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან

ბევრი რამ გვაქვს განსახილველი შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის პარტნიორებთან. ზოგჯერ ზოგიერთი არ ესწრება მაგრამ ბევრი მინისტრი ჩამოდის. იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ რეალური შედეგების მიღწევას. - ამის შესახებ პლადფორმა "ევროსკოპს" ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა განუცხადა.

"ევროსკოპი" დაინტერესდა როგორ აფასებს უმაღლესი კომისარი "ქართული ოცნების" უარს დაკკავშირებადობის სამიტში მონაწილეობაზე.

პლადფორმის მეორე შეკითხვაზე შეკითხვაზე რუსეთის მიმართ მოთხოვნებში რჩება თუ არა კვლავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანა:

"ჩვენს მაქსიმალურ მოთხოვნებში, დიახ, გვაქვს ჯარების გაყვანა ყველა ქვეყნიდან, სადაც რუსეთს ამჟამად ჰყავს ჯარები, რადგან არსებობს გაეროს ქარტია და ჩვენ მას უნდა მივყვეთ. ასე რომ ეს მოთხოვნაც არის." - აღნიშნა კალასმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის
კალასი - რუსეთის მიმართ მოთხოვნებში რჩება საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან
ბრაჟე - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია
მარტა კოსი - ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics