16:42 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-16 13:25:59, 370 ნახვა

პოლიტიკა
მარტა კოსი - ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებიც დღეს არ ჩავიდნენ დაკავშირებადობის მინისტერიალზე. 

" მოხარული ვარ, რომ გუშინ გვყავდა დიდი რაოდენობით ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოდან. ვესაუბრე მათ და კვლავ სწამთ ქვეყნის ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ქაღალდზეა. სანამ ქვეყანა არ წაიწევს წინ იმ სფეროში, რომელსაც ფუნდამენტურს ვუწოდებთ, გზას ვერ გავაგრძელებთ. არსებობს საბჭოს დასკვნა როგორ შეგვიძლია მაღალ დონეზე მუშაობა საქართველოსთან. ორჯერ თუ სამჯერ მოვწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის ღონისძიებებზე, მაგრამ არასდროს ჩამოსულან. ჩვენ ვცდილობთ მათთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე." - აცხადებს იგი.

მარტა კოსი პლადფორმა ევროსკოპის შეკითხვას პასუხობს, თუკი გაფრთოება ვერ იქნება საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო, რას უნდა ველოდოთ და რა საკითხებში შესაძლოა შეხების წერტილების ნახვა? ევროკომისარი ამბობს რომ: “ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის, რაზეც შეგვიძლია დავაშენოთ… მაგრამ რა თქმა უნდა ხელისუფლებამ უნდა იმოძრაოს სწორი მიმართულებით…”

კოსმა თქვა რომ, ბოლო ანგარიშში მკაფიოდ წერია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და რა მოლოდინია… თემები სადაც შესაძლოა თანამშრომლობა, კოსი დაკავშორებადობას ასახელებს და ამბობს რომ, ეს თემა ერთ ერთი პრიორიტეტულია კომისიისთვის, თუმცა “ამ ნაწილზეც პირობითობაა..”





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის
კალასი - რუსეთის მიმართ მოთხოვნებში რჩება საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან
ბრაჟე - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია
მარტა კოსი - ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics