12:34 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-26 10:51:59, 295 ნახვა

მსოფლიო
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა

ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა. ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა გუსევმა განაცხადა.

„დაშავებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის ორი მძიმედ დაჭრილი, დაშავდა ვორონეჟის მარცხენა სანაპიროს გარეუბანში მოძრავ მატარებელში, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მასზე დაეცა“, - დაწერა მან.

გუბერნატორის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გუშინ ღამით და დღეს დილით ვორონეჟის მეტროპოლიტენის არეალსა და რეგიონის რამდენიმე რაიონში 113 დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.

გუსევმა ასევე განაცხადა ხანძრის შესახებ „რამდენიმე სამრეწველო საწარმოში“, ქალაქის ცენტრში მდებარე ბიზნეს ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსში, ორ აგარაკზე, სკოლის სტადიონსა და ავტოფარეხის კოოპერატივში.

უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, ვორონეჟში უკრაინელებმა "ვორონეჟსინტეზკაუჩუკსა" და ვორონეჟის საავიაციო ქარხანაზე მიიტანეს იერიში:  "ვორონეჟსინტეზკაუჩუკი, (Voronezhsintezkauchuk) - ქარხანა, რომელიც თერმოელასტოპლასტებისა და სინთეტიკური კაუჩუკის წარმოებაზეა სპეციალიზებული. შედის SIBUR-ის ჰოლდინგის შემადგენლობაში.  ВАЛТ (რუსულად ВАСО) — ავიამშენებელი ქარხანა, რომელიც "ილუშინის"(Ил) სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics