|
2026-10-26 12:01:08, 271 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
საქართველოს ბანკი ბიზნესისა და კომპანია „სამეფო მარანის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ. ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 25 მლნ. ლარს შეადგენს. კომპლექსი მცხეთაში, 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და ის სასტუმროს, რესტორნებს, ღვინის საწარმოსა და მუზეუმს, ასევე საცხოვრებელ სახლებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. ტერიტორიაზე ასევე გაშენებულია ვაზი, მოეწყობა ღია აუზი და სპა ცენტრი. ტურისტული კომპლექსის მიმდებარედ მოეწყობა საცხოვრებელი სივრცეც, რომელიც რვა კორპუსს გააერთიანებს. პროექტის კონცეფცია თბილისთან ახლოს მშვიდი, მრავალფეროვანი საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნას ეფუძნება. კომპლექსის მიმდებარედ არსებული ტყის მასივი კი მის ბუნებრივ გარემოს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. პროექტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებული და გადახურულია სასტუმრო კომპლექსის შენობა-ნაგებობები, მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ხოლო საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა 2026 წელს დაიწყო. ორივე კომპლექსის სრულად დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება. „მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, თბილისთან ახლოს შევქმნათ სივრცე, რომელიც სტუმრებსა და მობინადრეებს დასვენების, განტვირთვისა და მრავალფეროვანი გამოცდილების შესაძლებლობას შესთავაზებს. საქართველოს ბანკთან 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წლების განმავლობაში პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პროექტს მოიცავდა. მცხეთის კომპლექსის განხორციელების ყველა ეტაპზეც ბანკთან ერთად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ ფინანსურ ინსტიტუტსა და ბიზნესს შორის ნდობაზე, პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, 2028 წლის ბოლოსთვის პროექტი სრულად დავასრულოთ და სივრცე სტუმრებისა და მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”, - აცხადებს „სამეფო მარანის“ პარტნიორი დავით ფანჯაკიძე. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი და ტურისტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი მასშტაბური პროექტია, რომელიც ტურისტულ და საცხოვრებელ სივრცეებს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ „სამეფო მარანთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ვმონაწილეობთ და გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)