|
2026-10-19 17:47:30, 289 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის დაჯილდოებაზე AI in Finance Awards 2026 შვიდი გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად. ჯილდოები საქართველოს ბანკმა როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით მიიღო. გლობალური ჯილდოების გარდა, იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო AI ბანკად დასახელდა როგორც ბიზნესისთვის, ისე სამომხმარებლომიმართულებით. ამასთან, საქართველოს ბანკმა გაიმარჯვა შემდეგ გლობალურ ქვე-კატეგორიებში:
„ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ჩვენთვის მთავარი მისი პრაქტიკული ღირებულებაა - როგორ გვეხმარება ის მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგებაში, მომსახურების პერსონალიზებასა და უფრო ეფექტიანი პროცესების შექმნაში. Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის აღიარება მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ AI-ის პასუხისმგებლიანი გამოყენება, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის მომსახურების გასაუმჯობესებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა დამსახურებაცაა აღნიშნული ჯილდო”, - განაცხადა მიხეილ ნადარეიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელმა. Global Finance-ის AI in Finance Awards ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამორჩეულ მაგალითებსა და ინოვაციურ მიდგომებს გამოარჩევს. ჯილდოების ფარგლებში ფასდება, თუ როგორ იყენებენ ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, პროდუქტებისა და სერვისების განსავითარებლად და საბანკო პროცესების ეფექტიანობის ასამაღლებლად. Global Finance 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. გამოცემა რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)