19:27 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-19 17:42:10, 298 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 5 პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დაგეგმილ საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიები თავიანთი ქმედებებით წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან. 

„როდესაც გაქვს პრეტენზია იმისა, რომ იყო პოლიტიკაში და გერქვას პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე შენს ქვეყანას და იღებდე დაკვეთას შენი მოსახლეობისგან. ჩვენ სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით წლების განმავლობაში. ამ რეალობას ფარდა ჩამოხსნა „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ და აბსოლუტურად გააშიშვლა ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებოდნენ არა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არამედ გარე ძალებს. ისინი კონკრეტული გადაწყვეტილებებით, განცხადებებით პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან და არ ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას, პირდაპირ იყვნენ მტრულ დამოკიდებულებაში სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, ასეთ პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, განხილვისას ყველაფერი გამჭვირვალე იქნება.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომელსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. აქ დახურული და დამალული არაფერი იქნება, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, რა არგუმენტები გვაქვს. დანარჩენი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics