|
2026-10-15 21:01:33, 266 ნახვა
სამართალი
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. ორივე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. "ექსპრესნიუსის" ცნობით, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ვატო ყიფიანი უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირთა სანქციების სიის საფუძველზე საქართველოში გამოაძევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისთანავე იგი სამართალდამცველებმა დააკავეს. 2021 წელს მას ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებისა (სსკ-ის 18-109 მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის/ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. საქმე ეხებოდა ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების მცდელობასა და მათი მკვლელობის ორგანიზებას. ავთანდილ ბილანიშვილი, რომელიც საზოგადოებაში მეტსახელად „კაწრო“ არის ცნობილი, ქართულ მედიაში ხშირად ფიგურირებს ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან და რეზონანსულ საქმეებთან კავშირში.
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)