21:20 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-15 20:18:33, 331 ნახვა

პოლიტიკა
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ

ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თანამდებობას ტოვებს.

"ჭორი და სიცრუეა ინფორმაცია, რომ თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ. ეს საკითხი არ განიხილება", - უთხრა კირცხალიამ რადიო თავისუფლებას.

17 ოქტომბერს, 14 საათზე, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. მას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

"ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ, რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები, ზოგადად, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მითუმეტეს, საპატიო თავმჯდომარე ესწრება ამ სხდომას. [...] ყველა მიმდინარე საკითხი, რაც არის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პარტიების სარჩელი, რომელიც შევიდა სასამართლოში, იწყება განხილვები. რა თქმა უნდა, ესეც მიმდინარე საკითებში ერთ-ერთი აქტუალური თემა არის და კიდევ სხვა ძალიან ბევრი საკითხი არის, რომელიც, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში, ფართო რეგიონში ვითარდება. არ ვიცი ცვლილებებთან დაკავშირებით არაფერი." - უთხრა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა TV პირველს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics