00:19 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 23:18:11, 269 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს

მცხეთობის დღესასწაულზე „ფორმულას“ აკრედიტაცია არ ექნება — ამის შესახებ ტელევიზიას საპატრიარქოდან ,,აცნობეს".

შეზღუდვა შეეხო „ტვ პირველსაც“. ტელევიზიებისთვის აკრედიტაციის გაუქმების მიზეზად საპატრიარქო ჟურნალისტების მხრიდან შინაგანაწესის დარღვევას ასახელებს

დღეს დარეკა საპატრიარქოს პრესამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ, "თქვენი აკრედიტაცია გაუქმდა" თქვა და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს. ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო. საპატრიარქოს ვთხოვეთ ბრძანება აკრედიტაციის გაუქმებაზე და ნორმა, რას ეყრდნობა ეს ბრძანება, რაც არ მოგვაწოდა, როგორც გაირკვა ასეთი ბრძანება ამ დროისთვის (13 ოქტომბერი, 19:00 ) არც არსებობს.

რადგან ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება დაცულია კანონით , ხოლო შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ისიც გამონაკლის შემთხვევაში, გვაინტერესებს რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა ანდრია ჯაღმაიძის გადაწყვეტილება. მიმოწერის დროს ანრია ჯაღმაიძემ მიზეზად დაასახელა, 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი, სადაც საეპისკოპოსო კრების სხდომაზე, პირიქით დაზარალებულები იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მოაჯირის გადმოვარდნის დროს დაშავდნენ.

არ არსებობს იურდიული ძალის მქონე წერილი ან დოკუმენტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიიღო ტელეკომპანია პირველმა საპატრიარქოში მუშაობის წესების დარღვევის ან წესების ცვლილების შესახებ.

საინტერესოა რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?
- დაწერა ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ.

შეგახსენებთ რომ სვეტიცხოვლობა წელიწადში 2-ჯერ, 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება.

ამასთან, 2002 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას (კონკორდატი) საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ეკლესიას შორის. მოქმედი კონსტიტუციით საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა მე-8 მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია სამოციქულო ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში. კონკორდატი საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური კანონის შემდეგ იურიდიული ძალით მეორე საფეხურზე დგას (ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონი, მუხლი 7, პუნქტი 3)





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
ტვ პირველს და ტელეკომპანია ფორმულას საპატრიარქომ მცხეთობაზე აკრედიტაცია გაუუქმა
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics