|
2026-10-13 22:15:42, 276 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს 21,22 და 23 ოქტომბერს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ავრცელებენ. ლელოს ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ და გახარიას პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ პოსტები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და დაწერეს, რომ დაუკავშირდნენ საკონსტიტუციოდან და შეატყობინეს, რომ პროცესები დაინიშნა. კუპრაძე ამბობს, რომ პროცესები "ფორსირებულად დანიშნეს". "პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად - 21 ოქტომბერი, 22 ოქტომბერი, 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ჰქვია", - დაწერა კუპრაძემ. "საკონსტიტუციო სასამართლოდან დამირეკეს, 21, 22, 23 ოქტომბერს მობრძანდით, თქვენი აკრძალვის პროცესზეო… მეთქი ქალბატონო, ან სარჩელი გადმოგზავნეთ ოფიციალურად, ან ჩვენს პოზიციას დაელოდეთ წერილობით… არ გვჭირდება, ბატონო ეგენიო", - დაწერა ბერდია სიჭინავამ. საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა პლენუმის შემადგენლობაც, რომელიც აღნიშნულ საქმეს განიხილავს. პლენუმის შემადგენლობა: რევაზ ნადარაია - სხდომის თავმჯდომარე; ევა გოცირიძე - წევრი; გიორგი თევდორაშვილი - წევრი; გოგა კიკილაშვილი - წევრი; სერგო მეთოფიშვილი - წევრი; გიორგი მოდებაძე - წევრი; ვასილ როინიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე. საკონსტიტუციო განიხილავს - საქართველოს პარლამენტის 88 წევრის, ქართული ოცნების კონსტიტუციურ სარჩელს პოლიტიკური პარტიების "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია-მელია-გირჩი- დროა", "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", "ფედერალისტური პარტია", "გახარია საქართველოსთვის" - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. ცნობისთვის, დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობა დატოვა და მას უკვე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. მანამდე მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე თვითგანრიდება ითხოვა, რაც საკონსტიტუციომ არ დაუკმაყოფილა.
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
ტვ პირველს და ტელეკომპანია ფორმულას საპატრიარქომ მცხეთობაზე აკრედიტაცია გაუუქმა
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)