|
2026-10-09 15:02:14, 259 ნახვა
მსოფლიო
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის
მშვიდობის პრემიის წლევანდელი ლაურეატი 9 ოქტომბერს გამოცხადდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. ნობელის კომიტეტმა ნავი პილაის მშვიდობის პრემია მიანიჭა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. კომიტეტმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან როლსაც, რომელიც ნავი პილაიმ შეასრულა ომის დანაშაულთან, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთან და გენოციდთან ბრძოლაში. ნავი პილაი 1941 წლის 23 სექტემბერს დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. პირველი არათეთრკანიანი ქალია, რომელიც 1995 წელს გახდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნავი პილაი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი იყო 2008-2014 წლებში. იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეც. ხელმძღვანელობდა რუანდაში გენოციდის გამო შექმნილ საერთაშორისო ტრიბუნალს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)