|
2026-10-09 13:40:49, 238 ნახვა
კულტურა
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
16-22 ოქტომბერს ქუთაისი ერთი კვირით ევროპული კინოსა და თანამედროვე კინოხელოვნების შეხვედრის ადგილად იქცევა. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მეექვსე გამოშვებას კინოთეატრ „საქართველოში“ გამართავს და მაყურებელს კინოს მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს. ტრადიციულად, ფესტივალის გენერალური მხარდამჭერია თიბისი. წლევანდელი ფესტივალზე, ქართულ ფილმებთან ერთად, ფოკუსში მოექცა ევროპა და ევროპული კინოა. საკონკურსო პროგრამაში გამარჯვებულებს მთავარი პრიზი „ოქროს დინოზავრი“ სამ ნომინაციაში გადაეცემათ: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: კინორეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი და მსახიობი ჯასტინ ვედელი, კინოოპერატორი რეინ კოტოვი, პროდიუსერი რინგაილე ლესჩინსკიენე, მსახიობი ლუკა ჩიქოვანი; კინორეჟისორი და საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტი ნუცა ალექსი-მესხიშვილი კი ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ევროპული კინოს არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას: მაყურებელი იხილავს უნგრული ახალი ტალღის ფილმებს, იტალიურ კინოკლასიკას, კრის მარკერის რეტროსპექტივას, გერმანული ექსპრესიონიზმის გამორჩეულ ნამუშევარს - ფ.ვ. მურნაუს „ფაუსტს“, რომელსაც ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. მაყურებელი ასევე იხილავს სტუდენტურ მოკლემეტრაჟიანი ფილმებს. ფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა აერთიანებს საჯარო ლექციებს, შეხვედრებს და დისკუსიებს კინემატოგრაფისტებთან, მასტერკლასებს, კინოსახელოსნოებსა და მუსიკალურ საღამოებს. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქართული კინოს მემკვიდრეობას. რეზო გაბრიაძის 90-ე, ნანა მჭედლიძის, ლევან პაატაშვილისა და სესილია თაყაიშვილის 100 წლის იუბილეები სპეციალური ჩვენებებით აღინიშნება. ფესტივალის გახსნისას მაყურებელი ლევან გაბრიაძის „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ ნახავს, პროგრამაში კი კლასიკურ ქართულ ფილმებთან ერთად უახლესი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად იხილონ რამდენიმე ქართული ფილმი, მათ შორის უტა ბერიას „ცრემლსადენი გაზი“, ანა ურუშაძის „მეორეხარისხოვანი როლი“ და ნანა ჯანელიძის „ქმნილების ხელოსანი“, რომლითაც ფესტივალი დაიხურება. ფესტივალის გამარჯვებულები, 22 ოქტომბერს,19:00 საათზე, კინოთეატრ „საქართველოში“ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან. თიბისისთვის კულტურის მხარდაჭერა მხოლოდ ცალკეული ღონისძიებების ხელშეწყობას არ გულისხმობს. ბრენდისთვის ეს არის გრძელვადიანი ხედვა, რომლის მიზანია შეიქმნას მეტი სივრცე ახალი იდეებისთვის, შემოქმედებითი დიალოგისა და განსხვავებული გამოცდილებების გასაზიარებლად. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალიც სწორედ ასეთი სივრცეა, სადაც კინო ქალაქს ახალ ენერგიას სძენს, განსხვავებულ ისტორიებს აერთიანებს და ეკრანს ადამიანების შეხვედრის ადგილად აქცევს.
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)