|
2026-10-09 13:07:37, 307 ნახვა
პოლიტიკა
კონრად-ადენაუერის ფონდი პაპუაშვილის განცხადებას უარყოფს: „მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია“
კონრად-ადენაუერის ფონდის (KAS) ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, შტეფან რაითმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უარყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ფონდს საქართველოს მთავრობისგან მიღებული ჰქონდა შეთავაზება, უარი ეთქვა პოლიტიკური ხასიათის პროექტებზე და ასეთ შემთხვევაში გრანტის გაცემაზე თანხმობას მიიღებდა. „პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ ვეთანხმებით მსგავს განმარტებას. არცერთ შემთხვევაში ჩვენთვის არ ყოფილა შემოთავაზებული შესაძლებლობა, რომ განგვეხილა ალტერნატიული პროგრამები, შეგვეცვალა პროექტის შინაარსი ან გაგვეგრძელებინა მუშაობა განსხვავებული თემატური პირობებით. მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია,“ — განაცხადა შტეფან რაითმა. მისივე თქმით, დიპლომატიური არხებით მოწოდებული ინფორმაციით, მათი განაცხადების უარყოფა საქართველოში უცხოური პოლიტიკური გავლენის შემცირებისკენ მიმართული უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი იყო. შტეფან რაითმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში ფონდის მისიასა და მიზნებზე. მან აღნიშნა, რომ ფონდის მანდატი არსებითად პოლიტიკური იყო, თუმცა — არასდროს პარტიული. KAS-ის სამუშაო მიმართული იყო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, საპარლამენტო განვითარებისკენ, სამოქალაქო ჩართულობისკენ, კანონის უზენაესობისა და ევროინტეგრაციისკენ. წლების განმავლობაში ფონდი მუშაობდა როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ (როცა ის ხელისუფლებაში იყო), ისე დემოკრატიული სპექტრის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, მიუხედავად იმისა, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში. რაითმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდის საქმიანობა ყოველთვის ღია და გამჭვირვალე იყო, ხოლო მისი მიზნები — არასდროს უცხოური. ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები, რომელთაც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არა თუ ხდება ევროპული, საქართველო არის ევროპული. ჩვენი მიზანი იყო დავხმარებოდით ქვეყანას, გადაეთარგმნა მისი ისტორიული ევროპული იდენტობა ძლიერ ინსტიტუციებში, მდგრად კეთილდღეობასა და ეროვნულ მდგრადობაში,“ — განაცხადა რაითმა და დასძინა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება თავად ქართულ საზოგადოებაში აღმოცენდა, შესაბამისად, ამ გზის მხარდაჭერა თავად საქართველოს მიერ არჩეული მომავლის მხარდაჭერას ნიშნავდა.
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)