|
2026-10-08 19:37:22, 234 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, განახლდა ბაზარზე უნიკალური პლატფორმა, ბიზნეს მენეჯერი, სადაც გადახდის მეთოდების დამატება და მართვა, მიღებული თანხების კონტროლი, ფინანსური დოკუმენტების მომზადება და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი. განახლებული ბიზნეს მენეჯერი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური ოპერაციების მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროცესები ერთი სივრციდან შეასრულოს - იქნება ეს ფიზიკურ თუ ონლაინ სივრცეში მიღებული გადახდების კონტროლი, ფინანსური რეპორტების მომზადება თუ ახალი გადახდის მეთოდის დამატება. რა განახლდა ბიზნეს მენეჯერში? გადახდის მეთოდის დამატება — სრულად ციფრულად ბიზნესს სასურველი გადახდის მეთოდის - ტერმინალის, ონლაინ გადახდების ან ბმულით გადახდის - დამატება და მოთხოვნა პირდაპირ ბიზნეს მენეჯერიდან შეუძლია. ყველა მიღებული თანხა ერთ სივრცეში ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში ადევნონ თვალი როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ გაყიდვების წერტილებიდან მიღებულ თანხებს და უკეთ შეაფასონ გაყიდვების დინამიკა. ტერმინალის მარტივი მართვა ტერმინალის აღების შემდეგ, მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მენეჯერშია შესაძლებელი. ბიზნესს ასევე შეუძლია, ტერმინალის პარამეტრები საკუთარ საჭიროებებს მოარგოს, აირჩიოს რა მეთოდებით უნდა თანხების მიღება (Visa, Mastercard, Amex, Apple pay, google Pay, QR განვადება, ნაწილ-ნაწილ თუ Plus ქულებით) და გაიაქტიუროს დამატებითი სერვისები (პრეავტორიზაცია, სამადლობელი, Reversal და Refund). ფინანსური ამონაწერი და რეპორტები — მომენტალურად საჭირო ფინანსური ამონაწერისა და რეპორტების შექმნა და ჩამოტვირთვა ბიზნეს მენეჯერიდან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც ამარტივებს ინფორმაციის მომზადებას ბუღალტერიისა და აუდიტისთვის. სკრინინგი და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება საჭირო პროცედურების გავლა და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება ბიზნეს მენეჯერშივეა შესაძლებელი, რაც მომსახურების მიღების პროცესს ამარტივებს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია გადახდების, API-ის, რეკლამისა და ფინანსური ანალიტიკის მართვის ინსტრუმენტები. ბიზნეს მენეჯერის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ და გააანალიზონ გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია, API მენეჯერის საშუალებით საკუთარ სისტემებში გადახდები ჩააშენონ, ხოლო Ads მენეჯერის გამოყენებით საქართველოს ბანკის ციფრული არხების მომხმარებლებისთვის მიზნობრივი შეთავაზებები (ფასდაკლება, ქეშბექი ან ქულების დაგროვება) გაუშვან. განახლებული ბიზნეს მენეჯერის გამოყენება შესაძლებელია businessmanager.bog.ge-ზე.
ცნობილი ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს, მას უკრაინაში დაკრძალავდნ
ზახაროვა პრორუსი პროპაგანდისტების სანქცირებას დიდი ბრიტანეთის მხრიდან - ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)