15:22 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 13:43:42, 552 ნახვა

პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა

დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია... ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა, ოღონდ ამაზე ბრძნულ მოსაზრებებს ზუსტად ის ხალხი აფრქვევს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ივანიშვილი კობახიძის და მდინარაძის ტყვეობაშიაო. სასაცილოა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე „ფეისბუქზე“ წერს.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „სინამდვილეში, დღეს ივანიშვილს ჰყავს საკუთარი ტექნიკური მთავრობა“.

„დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია. პოლიტიკოსის „პროფესია“ კლასიკური ფორმით აღარ არსებობს. სად უნდა მოსინჯო შენი შესაძლებლობა, სად უნდა შეამოწმო შენი მხარდაჭერა?

არც არჩევნებია, არც პარლამენტი, არც საკრებულო - ეს შესაძლებლობები 2012-2024 წლამდე არსებობდა, ახლა ესეც აღარაა. რჩება მხოლოდ ქუჩის ტრიბუნა, სადაც, თუკი ვინმე იღებს ინიციატივას, იმას მაშინვე იჭერენ. მედიასაც ბოლომდე გუდავენ, პარტიებს აუქმებენ.

ამ ჩაკეტილი წრიდან გარღვევას ის პოლიტიკოსი გააკეთებს, რომელიც - ჯერ დაამარცხებს პროპაგანდას, მოიპოვებს საზოგადოების ტოტალურ ნდობას და შეძლებს ნორმალური ადამიანების კონსოლიდაციას. სათქმელად მარტივია, შესასრულებლად ურთულესი.

და ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა. ოღონდ ამაზე ბრძნულ მოსაზრებებს ზუსტად ის ხალხი აფრქვევს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ივანიშვილი კობახიძის და მდინარაძის ტყვეობაშიაო.

მოკლედ, სასაცილოა.

სინამდვილეში, დღეს ივანიშვილს ჰყავს საკუთარი ტექნიკური მთავრობა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკოსების სამჭედლო არასდროს ყოფილა, მაგრამ დღეს მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის სახელი და გვარი მამალმა „ქოცებმაც“ აღარ იციან.

მიზეზი მარტივია: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი „ქოციც“ კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად. მაფიოზური მართველობა ახალ ეტაპზე გადავიდა“, - წერს ლევან სანიკიძე.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics