|
2026-10-08 12:38:14, 326 ნახვა
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას. ეხება 23 წლის სამოქალაქო და პროევროპული აქციების აქტივისტის ხმაურიან განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას 2026 წლის 27 სექტემბერს პოლიციელებმა სასტიკად აწამეს, არაადამიანურად მოეპყრნენ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ყანჩელის თქმით, ამ მძიმე შემთხვევის გამო მას სასწრაფოდ მოუწია საქართველოს დატოვება და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება. აქტივისტი აცხადებს, რომ იგი პოლიციამ გააჩერა, რის შემდეგაც გადაიყვანეს სასაფლაოზე. მისი თქმით, სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით დაუკაწრეს სახე, იარაღის მუქარით აიძულებდნენ საკუთარი საფლავის ამოთხრას და ემუქრებოდნენ სექსუალური ხასიათის ძალადობით.
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)