|
2026-10-04 11:08:56, 346 ნახვა
მსოფლიო
მედვედევმა შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის დროს ირანისთვის პირდაპირ დახმარებაზე ისაუბრა
რუსეთმა ირანს აშშ-სთან კონფლიქტის დროს პირდაპირი დიპლომატიური დახმარება გაუწია, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დაბლოკვით. „კომერსანტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, ირანის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის კომპანიაში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვმა თეირანს პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია და რამდენიმე შემთხვევაში დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომლებსაც შეეძლოთ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო დარტყმების სამართლებრივი საფუძველი შეექმნათ. „რა არის ეს, თუ არა პირდაპირი დახმარება?“ - თქვა მედვედევმა, ირანის მიმართ რუსეთის მხარდაჭერის შესაძლო შეზღუდვების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას. მან მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სტრატეგიული უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამხედრო ბლოკი. „ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ. ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო კამპანიის დაწყება.
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)