13:56 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-14 12:54:15, 387 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია - ღვინის ეროვნული სააგენტო

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის დაბინავება განსაკუთრებით აქტიურად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, რთვლის პროცესში ეტაპობრივად უფრო მეტი ღვინის კომპანია ერთვება. საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 280 კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც მევენახეებისგან ყურძნის მიღებას ეტაპობრივად დაიწყებენ.
წელს კახეთში 320 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, სახელმწიფოს უკვე განსაზღვრული აქვს მექანიზმიც, რომლის ამოქმედებაც ჭარბი მოსავლის შემთხვევაში იგეგმება. კერძოდ, ყველა მევენახეს ექნება შესაძლებლობა, ყურძენი ჩააბაროს შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“, რომელიც მოსავალს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობებით ჩაიბარებს.

ყურძნის ჩაბარების ფასები და პირობები

ჩაბარების ღირებულება ყურძნის ჯიშის, ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრება:
საფერავი:

  • 1.50 ლარი - კონდიციური და დაუზიანებელი ყურძენი, შაქრიანობით მინიმუმ 21%;
  • 90 თეთრი - 17%-დან 21%-მდე შაქრიანობის ან ნაწილობრივ დაზიანებული ყურძენი;
  • 30 თეთრი - 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან დაზიანებული ყურძენი.

სხვა ნებადართული ვაზის ჯიშები:

  • 1.30 ლარი - დაუზიანებელი ყურძენი, შაქრიანობით მინიმუმ 20%;
  • 80 თეთრი - 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის ყურძენი;
  • 30 თეთრი - 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსავლის ძირითადი ნაწილი კახეთში უახლოეს პერიოდში უნდა დაბინავდეს, რის პარალელურადაც რთვლის პროცესში ახალი ღვინის კომპანიების ჩართვა გაგრძელდება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ივანიშვილის მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის
სოჭში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ S-400 სარაკეტო სისტემას შეუტია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics