|
2026-09-14 13:42:47, 3044 ნახვა
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს იმ საქმეზე, რომელზეც 10 წელი ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმება გაფორმდა მასთან ერთად მსჯავრდებულებთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან. მათ 8-8 წელი ჰქონდათ მისჯილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, 2 წელი პირობითი მსჯავრი და მილიონი ლარი ჯარიმა. მხეიძესა და ხაინდრავას კი - 100 000-ლარიანი ჯარიმა 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად. პროკურორის განმარტებით, საპროცესოს პირობა იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა. „აღიარებაც თუ არსებობს, ბრალდების და დაცვის მხარე, შესაძლოა შეთანხმდეს სასჯელზე და მათ შორის თანამშრომლობაზე. მოცემულ შემთხვევაში პირობები დაკმაყოფილებული იყო და მხარეები შევთანხმდით როგორც სასჯელზე, ასევე თანამშრომლობაზე. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა განისაზღრა საპროცესოს ერთ-ერთ პირობად“, - განაცხადა პროკურორმა "ტვ პირველთან". ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს კიდევ ერთი ბრალდება წარედგინათ 8 სექტემბერს. ამ საქმეზე პროკურატურა მათთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს - ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება. აქედან 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამასთან, ბურჭულაძეს 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.პროკურატურის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ითანამშრომლეს.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)